ჩვენს შესახებ

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტით მომხმარებელთა კომპიუტერული ცოდნის სერთიფიცირებისათვის. იგი წარმოადგენს შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრ ჯორჯიას" ერთ-ერთ ქვედანაყოფს.

აღნიშნულ სფეროში კომპანია მოღვაწეობს 2010 წლიდან. კომპანიას აქვს სპეციალური ტესტირების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ტესტირებისათვის განკუთვნილი კომპიუტერებით. ტესტირება ტარდება საერთაშორისო ECDL სტანდარტების დაცვით, რომელიც კონტროლდება ECDL ფონდის მიერ (ფონდის მთავარი ოფისი მდებარეობს დუბლინში, ირლანდია).

ჩვენი მისია და ფასეულობები

ჩვენი მისიაა საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პროფესიონალურ დონეზე გამოყენების უზრუნველყოფა პროგრამების სერტიფიცირების გზით, რაც შესაძლებლობას მისცემს ცალკეულ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებას განვითარდეს, მიაღწიოს საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ დონეს.

ჩვენი ფასეულობები:

სოციალური პასუხისმგებლობა: ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საზოგადოებას კომპიუტერული ცოდნის გაუმჯობესებაში. ჩვენი სერტიფიცირების პროგრამები ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის, განურჩევლად ასაკის, სქესის, სტატუსის, უნარების ან რასისა.

მომწოდებლისგან დამოუკიდებლობა: ჩვენი სერტიფიცირების პროგრამები კანდიდატებს ანიჭებენ თავისუფლებას და მოქნილობას შეიძინონ კომპიუტერული ცოდნა და გამოიყენონ იგი ნებისმიერ სფეროში.

ხარისხი: ჩვენ ვიღწვით მუდმივად სრულყოფისაკენ იმ საქმეში რასაც ვაკეთებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პროგრამები შეესაბამება საერთაშორისო დონეზე დაწესებულ სტანდარტებს.

სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge