ECDL კომპანიებს

როგორია თქვენი კომპანიის თანამშრომელთა კომპიუტერული ცოდნის დონე?

ახალი კადრების შერჩევისას კომპანიაში ალბათ ხშირად მოსულა CV სადაც წერია, რომ კანდიდატმა იცის "Word, Excel, Internet" ან საერთოდ, ფლობს „ძირითად საოფისე პროგრამებს”. მაგრამ როგორ შეუძლია ხელმძღვანელს გაარკვიოს: პიროვნებას ნამდვილად შეუძლია კომპიუტერზე მუშაობა, თუ მისი უნარ-ჩვევები შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტის აკრეფით პრიმიტიულ რედაქტორში? აკმაყოფილებს თუ არა იგი მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტს?

ასევე ხშირია ფირმაში ისეთი სიტუაცია, როცა მაგალითად პრინტერზე დოკუმენტი არ იბეჭდება ან ცხრილი არ ფორმატირდება – მაშინვე ის თანამშრომელი, რომელსაც პრობლემა შეექმნა დახმარებისათვის მის კოლეგას მიმართავს ხოლმე. თუმცა დავფიქრებულვართ კი, რამდენს კარგავს ამის შედეგად კომპანია?

ფრანგულმა კომპანიამ Cap Gemini ჩაატარა კვლევა და გამოირკვა, რომ თითოეული თანამშრომელი კარგავს საშუალოდ სამ კვირამდე დროს კომპიუტერული პროგრამების ბოლომდე არცოდნის გამო. დროის გარკვეული ნაწილი – 38 წუთი კვირაში კი ხმარდება უშუალოდ სხვების დახმარებას. რასაკვირველია, ეს კომპანიას აყენებს ფინანსურ ზარალს. იგივე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 1000 თანამშრომლის მქონე კომპანია წელიწადში 4 მილიონამდე ევროს კარგავს.

კომპიუტერული ცოდნის მნიშვნელობა თანამშრომელთათვის

თანამშრომელთა მომზადება საშუალებას აძლევს ორგანიზაციას ოპტიმალურად გამოიყენოს ტექნოლოგიები, რის შედეგადაც შესაძლებელია წარმოების ზრდა, ასევე იგი ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობას და დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულებას.

თანამშრომლები, რომლებმაც უკეთ აითვისეს კომპიუტერი, უფრო უკეთესად მუშაობენ და ასრულებენ სამუშაოს უფრო ეფექტურად და სწრაფად. მათ სხვა თანამშრომლების დახმარების გარეშე შეუძლიათ მოამზადონ პროფესიონალური დონის დოკუმენტები და პრეზენტაციები, გააკეთონ რთული გამოთვლები, სწორედ ისარგებლონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაიაზრონ კომპიუტერთან დაკავშირებული საფრთხეები და არ დაარღვიონ საწარმოს კომპიუტერული სისტემის უსაფრთხოება.

ყველაფერი ეს ხელს უწყობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, აუმჯობესებს საწარმოს შიგნით და გარეთ ინფორმაციის გაცვლას, ამცირებს დროის გაცდენის და ფულადი სახსრების დაკარგვის რისკს დაბალი კვალიფიკაციის პერსონალის გამო. ამის საპირისპიროდ, თანამშრომლები, რომლებმაც აითვისეს კომპიუტერი ხელს უწყობენ ორგანიზაციის ოპტიმალურ მუშაობას.

ECDL სერტიფიცირების უპირატესობა

სერტიფიცირება იძლევა პერსონალის უნარ–ჩვევების ობიექტურ დადასტურებას, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას შეაფასოს და დაგეგმოს თანამშრომელთა სწავლება, რათა აამაღლოს მათი უნარჩვევები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებამდე.

ECDL პროგრამები წარმოადგენს კომპიუტერულ სფეროში გლობალურ სტანდარტს. ჩვენი სერტიფიკაციის სისტემა გამორჩეულია მაღალი ხარისხით და მან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მის შემუშავებაში, გამართვასა და დამტკიცებაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები და სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან.

ECDL პროგრამები თარგმნილია 41 ენაზე და უკვე გაიარა სერტიფიცირება 14 მილიონმა ადამიანმა მსოფლიოს 150–მდე ქვეყანაში.

რა არის ECDL?

ECDL (European Computer Driving Licence) - ეს არის პერსონალურ კომპიუტერის მომხმარებელთა მსოფლიოში აღიარებული სერთიფიკატი. ECDL - ეს არის ცოდნის შეფასების ერთიანი ევროპული ხარისხი, აღიარებული სტანდარტი ევროპასა და აშშ-ში, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი იცნობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითად პრინციპებს, შეუძლია პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობა და საბაზისო პროგრამების გამოყენება.

ECDL-ის უპირატესობები:

– შემუშავებულია წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით:
იუნესკო, ევროკომისია, ევროპის კომპიუტერული საბჭო, ინფორმაციის დამუშავების საერთაშორისო ფედერაცია.
– აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ:
სერთიფიკაციას აქვს ევროკავშირის ოფიციალური მხარდაჭერა და თავისი უნივერსალურობისა და ხელმისაწვდომობის წყალობით ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაციებში, მსხვილ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
– სავალდებულოა მრავალ ქვეყანაში:
ECDL წარმატებით გამოიყენება მთელს მსოფლიოში. მრავალ ქვეყანაში ECDL სერთიფიკატის ფლობა სავალდებულო მოთხოვნაა კანდიდატისთვის სახელმწიფო დაწესებულებაში სამუშაოზე მისაღებად, ეს საშუალებას იძლევა შენარჩუნებულ იქნეს თანამშრომელთა მაღალი კომპეტენციის დონე. ECDL რეკომენდირებულია ევროკომისიის მიერ, როგორც ძირითადი სტანდარტი კომპიუტერული ცოდნის შეფასების კუთხით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.
– ხელმისაწვდომია ყველასათვის:
ECDL ტესტები თარგმნილია და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე, როგორც დამწყებთათვის, ისე კომპიუტერის მცოდნეთათვის ასაკის შეუზღუდავად.

რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ECDL სერტიფიცირებამ თქვენი კომპანიისთვის?

აი-ტი სფეროში დაბანდებული ინვესტიციების სწრაფი დაბრუნება

უთვალავი დოლარი იხარჯება ბიზნესმენების მიერ კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების შესაძენად იმისათვის, რომ კომპანიის თანამშრომლებმა სათანადოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო. თუმცა ხშირად ისინი არ ფიქრობენ იმაზე, აქვთ კი თანამშრომელებს უნარი ეფექტურად გამოყენონ ეს ტექნოლოგიები?

მაშინაც კი, როცა ადგილი აქვს სპეციალურ სწავლებას, ზოგადად არ არსებობს არანაირი მეთოდი, რათა შეფასდეს პერსონალის კომპეტენტურობა და ტექნოლოგიის ათვისების უნარი. თანამშრომლების მიერ ECDL სერტიფიცირების გავლის შედეგად, კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იქნება, რომ მათ თანამშრომლებს ნამდვილად აქვთ სათანადო კომპიუტერული ცოდნა რათა უფრო ეფექტურად გამოიყენონ კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამები.

წარმოების ზრდა

თანამშრომელი, რომელიც ფლობს ECDL სერტიფიკატს, მას აქვს ზოგადი კომპიუტერული პროგრამების და აპლიკაციების სწორად და ეფექტიანად გამოყენების ცოდნა. ეს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად და ზუსტად შეასრულოს მასზე დაკისრებული თითოეული ამოცანა.

ხარისხის ზრდა

ECDL სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თანამშრომელს აქვს სათანადო კომპიუტერული ცოდნა, რათა მან შეძლოს მაღალი ხარისხის სამუშაოები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციების შედგენა, რითაც ხელს უწყობს პროდუქციის ხარისხის და მთლიანად ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდას.

პერსონალის მოტივაცია და განვითარება

ECDL ცოდნის შეძენისას მისი პროგრესული ხასიათი და აღიარების პერსპექტივა თანამშრომელთათვის ქმნის სურვილს განავითარონ თავიანთი კომპიუტერული შესაძლებლობები და ავიდნენ უფრო მაღალ დონეზე. ამიტომაცაა, მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა KPMG, Ernst & Young, GEC-Marconi, Nortel, Pfizer, Waterford-Wedgewood, Shell, Bank of Ireland, IBM, Xerox, და სხვები, ფართოდ დანერგეს თავიანთ საწარმოებში ECDL სტანდარტი, შესაბამისად, თანამშრომლებმა უკვე იციან კომპიუტერული ცოდნის რა დონეს მოითხოვს მათგან ხელმძღვანელობა.

კომპიუტერებთან დაკავშირებული ნაკლები პრობლემები

ძირითადი და მარტივი კომპიუტერული პრობლემები შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, თუკი თანამშრომლებს აქვთ სათანადო კომპიუტერული ცოდნა. კომპანიების გამოცდილებიდან ჩანს, რომ ECDL სტანდარტის მიხედვით ნასწავლ თანამშრომლებს უფრო იშვიათად ექმნებათ კომპიუტერებთან დაკავშირებული პრობლემები და ამიტომ ნაკლებად საჭიროებენ IT სპეციალისტების გამოძახებას.

საერთაშორისო აღიარება

თავიდან ECDL ჩაფიქრებული იყო როგორც მხოლოდ ევროპის ინდუსტრიის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამჟამად იგი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, როგორც კომპიუტერის მომხმარებელთა კომპეტენციის სტანდარტი - ICDL.

ტრენინგის შედეგების შეფასება

ECDL ეს არის ეფექტური ხელსაწყო შიდა კომპიუტერული ტრენინგის შედეგების შესაფასებლად. ასევე გარე ტრეინინგ ორგანიზაციების ეფექტურობის დასადგენად.

პერსონალის დაქირავების სტანდარტი

კომპანიის ხელმძღვანელები რომლებიც ახალ თანამშრომლებისგან ითხოვენ ECDL სერთიფიკატებს, გარანტირებული არიან, რომ მიიღებენ კომპეტენტურ კადრებს, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სტანდარტის ცოდნა კომპიუტერულ სფეროში.

თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენმა თანამშრომლებმაც გაიარონ ECDL სერთიფიცირება და მიიღონ ევროპული დონის კომპიუტერის სერთიფიკატი დაგვიკავშირდით:


ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართ., ოფისი 19-20
ტელ.: 595 251 800 ელ. ფოსტა: info@ecdl.ge
WWW.ECDL.GE


სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge