კომპიუტერის საფუძვლები


modules

ამ მოდულში მოცემულია ძირითადი პრინციპები და ცოდნა, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოწყობილობების გამოყენება, ფაილების შექმნა და მათი მართვა, ქსელები და მონაცემთა უსაფრთხოება.

წარმატებულ კანდიდატს მოეთხოვება:

  • ესმოდეს ძირითადი მცნებები, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, მოწყობილობებთან და პროგრამებთან.
  • შეეძლოს კომპიუტერის ჩართვა და გამორთვა.
  • შეეძლოს კომპიუტერის სამუშაო დაფასთან ეფექტურად მუშაობა, ხატულებისა და ფანჯრების გამოყენება.
  • შეეძლოს ძირითადი ოპერატიული სისტემის პარამეტრების მომართვა და ჩაშენებული დახმარების ფუნქციის გამოყენება.
  • შეეძლოს მარტივი დოკუმენტის შექმნა და ამობეჭდვა.
  • ესმოდეს ფაილების მართვის ძირითადი კონცეფციები, შეეძლოს ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის ეფექტურად ორგანიზება.
  • ესმოდეს მონაცემთა შენახვის ძირითადი არსი და შეეძლოს უტილიტების გამოყენებით ფაილების შეკუმშვა და ამოარქივება.
  • ესმოდეს ქსელის არსი და კავშირის მეთოდები, შეეძლოს ქსელთან მიერთება.
  • ესმოდეს მონაცემთა ან მოწყობილობების ვირუსებისაგან დაცვის მნიშვნელობა და შეეძლოს სარეზერვო ასლების აღება.
  • ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებს რომლებიც ეხება გარემოს დაბინძურებას, უნარშეზღუდულ ადამიანებს და ჯანმრთელობის დაცვას.

იხილეთ სილაბუსი (PDF).

სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge