კითხვა-პასუხი

რა არის საჭირო ECDL საერთაშორისო სერთიფიკატის მისაღებად?

სერთიფიკატი გაიცემა ტესტირების (ანუ კომპიუტერული გამოცდის) საფუძველზე 7 მოდულის ჩაბარების შემდეგ.


რა თანხაა საჭირო ECDL სერთიფიკატის მისაღებად?

კანდიდატის რეგისტრაცია ღირს – 60 ლარი, თითო მოდულის ჩაბარების ღირებულებაა – 32 ლარი. სერთიფიკატი გაიცემა 7 მოდულის ჩაბარების შემდეგ, ანუ სულ საჭიროა 284 ლარი.


შემიძლია თუ არა გავიდე ტესტირებაზე თქვენთან მომზადების გარეშე?

დიახ, შეგიძლიათ ტესტირებაზე გასვლა ჩვეთან მომზადების გარეშე. ასევე სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოემზადოთ ტესტირებისთვის ჩვენს პედაგოგთან.


რა ღირს ტესტირებისთვის მომზადება და როგორ მიმდინარეობს სწავლება?

მოსამზადებელი კურსი: ჯგუფში 2– 5 სტუდენტი, 40 გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 სთ 30 წთ., კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე. კურსის ფასი: - 200 ლარი.


შემიძლია თუ არა გავეცნო მოდულების მიხედვით ჩასაბარებელ მასალას?

მოდულების მიხედვით სილაბუსი იხილეთ აქ.


რას ნიშნავს ტესტირებაზე კანდიდატის რეგისტრაცია?

როდესაც კანდიდატი რეგისტრირდება ტესტირებისათვის ECDL სისტემაში, მას ენიჭება სპეციალური უნიკალური კოდი. ამ კოდის საშუალებით ნებისმიერ დროს შეუძლია შევიდეს სისტემაში სპეციალური ვებ–გვერდიდან და იხილოს მის მიერ ჩაბარებული ტესტები. ეს არის ერთგვარი "ელექტრონული ჩათვლის წიგნაკი".


რა თანამიმდევრობით შემიძლია მოდულების ჩაბარება?

მოდულების ჩაბარება შესაძლებელია თქვენთვის სასურველი თანამიმდევრობით.


რას წარმოადგენს ECDL ფონდი, რომლის სერთიფიკატსაც თქვენ გასცემთ?

ECDL ფონდი არის არის არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სერტიფიცირებას ECDL/ICDL პროგრამით. ფონდის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ დუბლინში, ირლანდია.


რა განსხვავებაა ECDL და ICDL შორის?

მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის, უბრალოდ ECDL გათვლილია ევროპაზე, ხოლო ICDL დანარჩენ მსოფლიოზე (ICDL - International Computer Driving Licence).


რა შემთხვევაში ითვლება ტესტი ჩაბარებულად?

კანდიდატს ჩაბარებულად ეთვლება მოდული, თუკი იგი სწორედ გასცემს პასუხებს ტესტის კითხვების 75 %–ს ან უფრო მეტს.


გასდის თუ არა ვადა ECDL სერთიფიკატს გარკვეული დროის შემდეგ?

არა, სერთიფიკატს ვადა არ გასდის. თუკი ერთხელ მიიღეთ სერთიფიკატი, ხელახლა ტესტირების გავლა არასოდეს დაგჭირდებათ.


ინფორმაციას გავეცანი და მსურს ტესტირების გავლა, რით დავიწყო?

დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომრებზე.


სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge