ECDL ინდივიდებს და ფიზიკურ პირებს

სამუშაოს ძიებისას ჩვენ ვაგზავნით რეზიუმეს (CV) ასობით ორგანიზაციაში, თუმცა იშვიათად თუ დავფიქრდებით, რა ჩავწერეთ გრაფაში "კომპიუტერის ცოდნა". ყველაზე ხშირად ჩვეულებრივი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მან იცის "Word, Excel, Internet" ან საერთოდაც წერს: ”ვფლობ ძირითად საოფისე პროგრამებს”. მაგრამ როგორ შეუძლია დამქირავებელს გაარკვიოს: თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ კომპიუტერზე მუშაობა, თუ თქვენი უნარ-ჩვევები შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტის აკრეფით პრიმიტიულ რედაქტორში?

თქვენი კომპიუტერული ცოდნის დადგენის საკითხი - ესაა თანამედროვე დამქირავებლისთვის თავის ტკივილი, ამიტომ ის, რა თქმა უნდა უპირატესობას ანიჭებს ისეთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს საკუთარი ცოდნა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერთიფიკატით. ცხადია, რომ ECDL სერთიფიკატის მითითებით თქვენს რეზიუმეში, სამუშაოს ძიებისას თქვენ მიიღებთ დამატებით უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით.

ECDL ყოველდღიური ცხოვრებისთვის

Image კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, რათა მათ შეძლონ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები თავიანთი პროფესიული განვითარების კუთხით. ECDL-ის სერტიფიცირების პროგრამები ეხმარება თითოეულს განავითაროს უნარ-ჩვევები საწყისი ან საშუალო დონიდან მაღალ და პროფესიონალურ დონემდე.

ECDL პროგრამებს შეუძლიათ დახმარება ახლობლებთან და ნაცნობ-მეგობრებთან კონტაქტის უკეთ დამყარებაში. ამასთან, ისინი იძლევიან ინფორმაციის და მომსახურებების ფართო სპექტრთან წვდომის შესაძლებლობას, რაც ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, იძლევა დროის ეკონომიას. ინტერნეტ მაღაზიებში შოპინგი, საბანკო მომსახურებები და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა ინტერნეტის ქსელის მეშვეობით - ეს ყველაფერი აადვილებს ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტას.

ECDL სამსახურისთვის

დღესდღეობით კომპანიები ვაკანსიის დაკავების მსურველი კანდიდატებისგან ითხოვენ კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევების ცოდნას. მათ იციან: ადამიანები, რომლებმაც აითვისეს კომპიუტერი, უფრო ნაყოფიერად მუშაობენ, იყენებენ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებს ურთიერთკავშირის დასამყარებლად, ხარჯავენ უფრო ნაკლებ დროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პრობლემების გადაწყვეტისას.

ECDL სერთიფიცირება ადასტურებს, რომ მომხმარებელს აქვს კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები და იგი შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტს. მომხმარებელს შეუძლია იამაყოს ამით, რადგან მას მეტი შანსი აქვს კარიერაში დაწინაურებისთვის. თავის მხრივ, დამქირავებელს ხელთ ეძლევა საბუთი, რომელიც ადასტურებს მუშაკის კომპეტენტურობას, აუცილებელ ცოდნასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

სკოლის მოსწავლეები იღებენ ECDL სერთიფიკატს, რათა დამაჯერებლად იგრძნონ თავი სკოლაში - დღეს უკვე სულ უფრო და უფრო მეტი დრო ეთმობა კომპიუტერს როგორც გაკვეთილებზე, ისე საშინაო დავალებების შესრულებისას..

სტუდენტები იღებენ ECDL სერთიფიკატს, რათა მოიპოვონ უფრო მეტი შანსი საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის ანდა მიიღონ სასწავლო გრანტი უცხოეთის უნივერსიტეტებიდან.

ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ECDL სერთიფიკატი იქნება მისი პორტფოლიოს მშვენება. ენების სერტიფიკატებთან (FCE, IELTS, TOEFL), კონკურსებსა და ოლიმპიადებში მიღებულ დიპლომებთან ერთად ECDL სერთიფიკატი წარმოადგენს პიროვნების ზოგადი კომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის დადასტურებას.

ECDL სერთიფიკატი საშუალებას მოგცემთ:

დაწინაურდეთ სამსახურებრივ კარიერაში. ECDL სერთიფიკატის მიღება ნიშნავს თქვენი კვალიფიკაციის დადასტურებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. სტატისტიკის თანახმად, სერთიფიცირებული სპეციალისტების ხელფასის დონე 10-20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მათი არასერთიფიცირებული კოლეგებისა.

მოიპოვოთ დამსაქმებლისა და კოლეგების აღიარება. კომპიუტერული ცოდნის საერთაშორისო სერთიფიკატის ფლობა ახდენს დადებით ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, იპყრობს დამსაქმებელთა ყურადღებას, ასევე ამაღლებს სერთიფიკატის მფლობელში თავდაჯერებულობის გრძნობას.

იშოვოთ სამუშაო მსხვილ კომპანიაში. წარადგენთ რა სამუშაოზე მიღებისას ECDL-ის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატს, თქვენ მოგენიჭებათ უცილობელი უპირატესობა იგივე თანამდებობის მაძიებელ კანდიდატებთან შედარებით.

მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში. სერთიფიკატი აღიარებულია მსოფლიოს უამრავი ქვეყანაში კერძო დამსაქმებლებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, რეკომენდირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში როგორც კომპიუტერის ცოდნის დამადასტურებელი სტანდარტული დიპლომი.

სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge