კომპიუტერული უსაფრთხოება


modules

ამ მოდულში გადმოცემულია ძირითადი კონცეფციები და თეორიული მასალა, რომელიც უკავშირდება კომპიუტერული უსაფრთხოების ცოდნას და მის პრაქტიკულ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე მოიცავს ცოდნას და უნარებს უსაფრთხო ქსელური კავშირის, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების და მონაცემების დაცულად შენახვის კუთხით.

წარმატებულ კანდიდატს მოეთხოვება:

  • ესმოდეს ინფორმაციის და მონაცემების უსაფრთხოდ შენახვის მნიშვნელობა და შეეძლოს მონაცემების/კონფიდენციალურობის დაცვა, მონაცემთა შენახვისა და მართვის ზოგადი პრინციპების იდენტიფიცირება.
  • ამოიცნოს პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების და მონაცემების მოპარვის პოტენციური საფრთხეები კომპიუტერული ღრუბელის გამოყენების შემთხვევაში.
  • შეეძლოს პაროლების და დაშიფვრის გამოყენება ფაილების და მონაცემების უსაფრთხოდ შენახვის მიზნით.
  • ესმოდეს ვირუსების საფრთხე და შეეძლოს დაიცვას კომპიუტერი, მოწყობილობა ან ქსელი ვირუსების შემოტევებისაგან.
  • იცოდეს ქსელის და უსადენო კავშირის ძირითადი ტიპები და შეეძლოს პერსონალური ფაირვოლის და პერსონალური უსადენო კავშირის ზონის (hotspot) გამოყენება.
  • დაიცვას კომპიუტერი ან მოწყობილობა არასანქცირებული შემოჭრისაგან და შეეძლოს უსაფრთხოდ მართოს იგი და განაახლოს პაროლები.
  • გამოიყენოს ბრაუზერის შესაბამისი პარამეტრები და იცოდეს როგორ ამოიცნოს საფრთხის შემცველი საიტები ინტერნეტში.
  • ესმოდეს კომუნიკაციის დროს წარმოშობილი სავარაუდო საფრთხეები, რომლებიც ჩნდება ელ. ფოსტის, სოციალური ქსელების, VoiP-ის, მყისიერი შეტყობინებების და მობილური მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში.
  • შეეძლოს სარეზერვო ასლების შექმნა და მონაცემთა აღდგენა ლოკალური და კომპიუტერული „ღრუბელის“ საცავების გამოყენებით, აგრეთვე მონაცემთა უსაფრთხოდ წაშლა და დახარისხება.

იხილეთ სილაბუსი (PDF).

სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge