ECDL სასწავლებლებს

სერტიფიცირების უპირატესობები

სერტიფიცირება იძლევა მოსწავლეთა და მასწავლებელთა უნარ–ჩვევების შეფასების შესაძლებლობას, ამაღლებს პედაგოგებისა და მოსწავლეების რწმენას საკუთარ თავში საერთაშორისო სტანდარტის მიღწევის შედეგად.

ECDL პროგრამები წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს კომპიუტერული ცოდნის სფეროში. სერტიფიკაციის სისტემა გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მის შექმნაში, გამოცდასა და დამტკიცებაში მონაწილეობენ მეცნიერები და სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან. ფაქტიურად ეს სისტემა იქცა კომპიუტერული სწავლების სატანდარტად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო სიტემაში. იგი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების განათლების სამინისტროების მიერ, როგორც მოსწავლეთა მომზადების, ისე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

დღესდღეობით სასწავლო დაწესებულებებს აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად აირჩიონ სასწავლო პროგრამა თავიანთი მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. ევროპულ საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ფონზე, ECDL სერტიფიცირებას, როგორც საერთაშორისო სტანდარტს საქართველოში აქვს საკმაოდ სერიოზული პერსპექტივა.

ECDL მოსწავლეთათვის

მოსწავლეები, რომლებმაც აითვისეს კომპიუტერი, უფრო ეფექტურად და ინტერესით სწავლობენ სასკოლო საგნებს, უფრო უკეთ არიან მომზადებულნი ცხოვრებისთვის, მუშაობისთვის და სწავლის გასაგრძელებლად.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება სასწავლო გარმო, მოსწავლეებს უფრო მეტად სჭირდებათ უნარ–ჩვევები, რათა მათ შეძლონ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. პროგრამების ცოდნა საშუალებას აძლევს მათ ტექსტური რედაქტორით სათანადო სახით წარმოადგინონ წერითი სამუშაო, შექმნან პრეზენტაციისთვის საილუსტრაციო სლაიდები, ასევე გამოიყენონ ელექტრონული ცხრილები. კომპიუტერის ცოდნა ასევე საშუალებას აძლევს მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს საინფორმაციო და მულტიმედიური რესურსების ფართო სპექტრი, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და შემდგომ ზრდას.

საინფორმაციო ტექნოლოგიები უაღრესად საჭიროა მოსწავლეთა შორის ურთიერთობების და ერთობლივად მუშაობის ჩვევის ჩამოსაყალიბებლად. ეს ტექნოლოგიები ეხმარება მათ ისწავლონ ერთად მუშაობა.

ECDL სერტიფიცირების შედეგად მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა:
  • რეალურად დაადასტურონ მიღებული განათლების ხარისხი;
  • გაიგონ თავიანთი ცოდნის დონე დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგად და ეფექტურად შეარჩიონ კომპიუტერული კურსი;
  • გაზარდონ შანსები რათა მიიღონ სასწავლო გრანტი, ჩააბარონ საზღვარგარეთ ან ადგილობრივ სასწავლებელში;
  • გაიარონ ტესტირება რომელიც დაფუძნებულია ინტერქტიული პრინციპზე, რაც უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის ჩაბარების პროცესს.

ECDL სტუდენტებისთვის

უცხოეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში გაცვლითი პროგრამებით წამსვლელ სტუდენტებს და ასევე საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) აუცილებლად დასჭირდებათ ECDL სერთიფიკატი. დროა იზრუნოთ ახლავე ამაზე. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გადიან ECDL ტესტირებას, რათა დამაჯერებლად იგრძნონ თავი სასწავლო გარემოში. ECDL პროგრამები იდეალურად ერგება როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარული პროფილის სასწავლებლებს.

ECDL პედაგოგებისთვის

კომპიუტერული უნარ–ჩვევები მასწავლებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, რითაც ხდება დროის ეკონომია და იზრდება სწავლების ეფექტურობა.

კომპიუტერის თავისუფლად ფლობა აადვილებს ყოველდღიურ პროცედურებს და ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ინტერნეტს სასწავლო პროცესში სწავლების სხვადასხვა სტილის კომბინირებით, რითაც ზრდიან მოსწავლეთა და სტუდენტთა დაინტერესებას.

ECDL უმაღლესი სასწავლებლებისთვის

საშუალებას იძლევა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა, მათ შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო დონეზე. პროექტი ECDL ჰარმონიულად ერგება ბოლონიის პროცესს, როგორც ცოდნის შეფასების ტრანსნაციონალური სისტემა.

ამცირებს სასწავლებლის ინფორმატიზაციის ხარჯებს. კომპიუტერული ცოდნის ერთიანი სტანდარტის შემოღებით როგორც სტუდენტებისთვის, ისე პედაგოგებისთვის და თანამშრომლებისთვის, სასწავლებელი ახდენს აპარატურული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციას. სტატისტიკის მიხედვით თანამედროვე კომპიუტერების შესაძლებლობები გამოიყენება მაქსიმუმ 20 %–ით, რადგან მომხმარებლები არ გადიან სპეციალურ მომზადებას და არ ხდება მათი ცოდნის სერტიფიცირება. ტექნიკის არაკვალიფიციური მოხმარების შედეგად ყოველ 2–3 წელიწადში აუცილებლი ხდება მისი განახლება. ამგვარად, ECDL რეალურად ახდენს სასწავლებლის სახსრების ეკონომიას და სამუშაო დროის რაციონალიზაციას.

ECDL წარმოადგენს განათლების ხარისხის დადასტურებას. როდესაც სასწავლებელი მონაწილეობს ECDL პროგრამაში, ამით ის იღებს შესაძლებლობას, დაამტკიცოს რომ მისი კურსი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში რეალურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

საერთაშორისო ECDL სერტიფიკაციის პროგრამაში ჩართვა ასევე ხელს უწყობს საქართველოს განათლების პრესტიჟის ამაღლებას და ქართველი სტუდენტების კომპეტენციის აღიარებას საზღვარგარეთ. ეს კი თავის მხრივ ზრდის მობილობას და სტუდენტთა მიერ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სურვილს.

სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge